ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. მან შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია.
მეკარეები: დომინიკ ლივაკოვიჩი („დინამო“, ზაგრები), დომინიკ კოტარსკი („კოპენჰაგენი“, დანია), ივორ პადური („ჰალი“, ინგლისი).
მცველები: იოშკო გვარდიოლი („მანჩესტერ სიტი“, ინგლისი), დუე ჩალეტა-ცარი („რეალ სოსიედადი“, ესპანეთი), იოსიპ შუტალო („აიაქსი“, ნიდერლანდები), იოსიპ სტანისიჩი („ბაიერნი“, გერმანია), მარინ პონგრაჩიჩი („ფიორენტინა“, იტალია), კრისტიან იაკიჩი („აუგსბურგი“, გერმანია), მარტინ ერლიჩი („მიდტიულანდი“, დანია), ლუკა ვუშკოვიჩი („ჰამბურგი“, გერმანია).
ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი („მილანი“, იტალია), მატეო კოვაჩიჩი („მანჩესტერ სიტი“, ინგლისი), მარიო პაშალიჩი („ატალანტა“, იტალია), ნიკოლა ვლაშიჩი („ტორინო“, იტალია), ლუკა სუჩიჩი („რეალ სოსიედადი“, ესპანეთი), მარტინ ბატურინა („კომო“, იტალია), პეტარ სუჩიჩი („ინტერი“, იტალია), ნიკოლა მორო („ბოლონია“, იტალია), ტონი ფრუკი („რიეკა“).
თავდამსხმელები: ივან პერიშიჩი (პსვ, ნიდერლანდები), ანდრეი კრამარიჩი („ჰოფენჰაიმი“, გერმანია), ანტე ბუდიმირი („ოსასუნა“, ესპანეთი), მარკო პაშალიჩი („ორლანდო სიტი“, აშშ), პეტარ მუსა („დალასი“, აშშ), იგორ მატანოვიჩი („ფრაიბურგი“, გერმანია).
ხორვატიის ნაკრები აშშ-ში, მექსიკაში, კანადაში გასამართ მუნდიალზე L ჯგუფში ინგლისს, პანამას და განას შეხვდება. 40 წლის მოდრიჩი კარიერაში მეხუთე მსოფლიო პირველობას ჩაატარებს.
ხორვატიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 1998 წელს მესამე ადგილი დაიკავა, 2018 წელს – მეორე, ხოლო 2022 წელს – მესამე.
ლაშა თაბაგარი





