სერჟიო კონსეისაუ უმუშევარი დარჩა

0
1

სერჟიო კონსეისაუ „ალ-იტიჰადის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ საუდის არაბეთის კლუბის პრესსამსახური იუწყება.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ექსგარემარბი „ალ-იტიჰადს“ სათავეში 2025 წლის ოქტომბერში ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა, რაც უარყოფით შედეგად ჩაითვალა, რადგან შარშან „ალ-იტიჰადი“ ჩემპიონი გახდა.
51 წლის კონსეისაუ „ალ-იტიჰადამდე“ იტალიის „მილანში“ მუშაობდა – 2024 წლის 30 დეკემბრიდან 2025 წლის 29 მაისამდე.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი გარემარბი 2017-2024 წლებში „პორტუს“ ავარჯიშებდა, რომელსაც 11 ტიტული მოაგებინა – სამჯერ ჩემპიონობა, ოთხჯერ პორტუგალიის თასი, ერთხელ ლიგის თასი, ხოლო სამჯერ სუპერთასი.
კონსეისაუ კარეირის განმავლობაში ასევე პორტუგალიის „ოლიანენსეს“, „აკადემიკას“, „ბრაგას“, „ვიტორია გიმარაეშს“ და საფრანგეთის „ნანტს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი