დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ ლიგა 1-ში ვერ დაბრუნდა

0
3

„სენტ-ეტიენი“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ზურიკო დავითაშვილია, მომავალ სეზონშიც საფრანგეთის ლიგა 2-ში ითამაშებს.
ლიგა 1-ში გადასასვლელი პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში „სენტ-ეტიენი“ შინ „ნიცას“ უგოლო ფრეზე გაეყარა. ნიცაში მაყურებლების გარეშე ჩატარებულ საპასუხო შეხვედრაში მასპინძლებმა 4:1 გაიმარჯვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 62-ე წუთზე „ნიცადან“ ანგარიში კლაუსმა გახსნა. 79-ე წუთზე დავითაშვილმა პენალტიდან საპასუხო ბურთი გაიტანა.
81-ე წუთზე მასპინძლები ბუდაშმა დააწინაურა. 87- წუთზე „სენტ-ეტიენის“ კარი ვაიმ აიღო, რომელმაც ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე დუბლი შეასრულა.
დავითაშვილმა 2025-2026 წლების სეზონში ლიგა 2-ში ჩატარებულ 29 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ქართველმა 14 გოლით ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ზურიკომ ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც შეაგდო. მან პლეი-ოფის ორ შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი