საბა გოგლიჩიძე: „სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ნახევარი წელი“

0
2

საბა გოგლიჩიძე იტალიის სერია A-ს ბინადარ „უდინეზეში“ ბრუნდება. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა სეზონის მეორე ნახევარი ჩემპიონშიფში მოასპარეზე „უოტფორდში იჯარით გაატარა და 12 მატჩი ითამაშა. ის ინგლისურ კლუბს თავის ინსტაგრამის გვერდზე დაემშვიდობა:
„სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ნახევარი წელი. ვაფასებ მთლიანად კლუბს, ფეხბურთელებს, სტაფს, ქალაქს და გამორჩეულ გულშემატკივარს. დიდი მადლობა ყველაფრისთვის“.
გოგლიჩიძემ გასული წლის ზაფხულში უდინელებთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. იტალიური მედიის ინფორმაციით, მის სანაცვლოდ „ემპოლიმ“ 4 მილიონი ევრო მიიღო. მან „უდინეზეს“ შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონატში 8-ჯერ ითამაშა, ხოლო თასზე ერთი მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ „უოტფორდში“ ჩვენი ეროვნული გუნდის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, რომელმაც განვლილ სეზონში ჩემპიონშიფში 29-ჯერ ითამაშა და 3 საგოლე პასი გააკეთა
ლაშა თაბაგარი