„ექსელსიორმა“, რომელშიც ირაკლი ეგოიანი გამოდის, 2025-2026 წლების სეზონი როტერდამულ დერბიში გამარჯვებით დაასრულა. 34-ე ტურში „ექსელსიორი“ სტუმრად „სპარტას“ შეხვდა და 3:2 დაამარცხა, ხოლო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
ეგოიანისთვის განვლილი სეზონი ნიდერლანდების ერედივიზიონში სადებიუტო აღმოჩნდა, მან 31 მატჩი (უმეტესი მათგანი შეუცვლელად) ჩაატარა და 5 გოლთან ერთად, 2 საგოლე პასი მიითვალა. „ექსელსიორმა“ 38 ქულით 18 გუნდში მე-13 ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ისევ ნიდერლანდერი ფეხბურთის ელიტაში იასპარეზებს.
ლაშა თაბაგარი





