ქოჩორაშვილი სეზონის ბოლო მატჩში არ ათამაშეს

0
3

ლისაბონის „სპორტინგმა“, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილი ირიცხება, სეზონის ბოლო ტურში შინ „ჟილ ვისენტე“ 3:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
მატჩის მე-15 წუთზე ანგარიში კვარეჟმამ გახსნა, ხოლო 34-ე წუთზე კოლუმბიელნა ფორვარდმა ლუის სუარესმა მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ლისაბონელებიდან თავი ჰიულმანდმა გამოიჩინა.
„სპორტინგმა“ 82 ქულით ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ჩემპიონი 88 ქულით „პორტუ“ გახდა, ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილ ლისაბონის „ბენფიკას“ განვლილ სეზონში მატჩი არ წაუგია, მაგრამ 80 ქულით მესამე პოზიციაზე გავიდა.
ლაშა თაბაგარი