პორტუგალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში ლისაბონის „სპორტინგი“ სტუმრად „რიუ ავეს“ შეხვდა და 4:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონელთა სასტარტოში ამჯერადაც არ იყო და თამაშში 82-ე წუთზე ჩაერთო.
მართალია, მასპინძლები მალე დაწინაურდნენ, მაგრამ „სპორტინგმა“ პირველი ტაიმი 2:1 მოიგო, ხოლო შესვენების შემდეგ კიდევ ორი გოლი გაიტანა. ქოჩორაშვილი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით კლუბს დატოვებს და იჯარით კარიერას სხვაგან განაგრძობს.
„სპორტინგი“ 79 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა და ბოლო ტურში გადაწყდება მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზრუს მოიპოვებს თუ არა.
ლაშა თაბაგარი




