„სპაერმა“ 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

0
0

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში „სპაერმა“ „გაგრა“ მიიღო და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. ამრიგად, ანზორ კიღურაძის გაწვრთნილმა თბილისელებმა 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს.
მატჩის 44-ე წუთზე გოჩა ცირდავამ კუთხური ჩააწოდა და სტუმართა საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა გიორგი ბუნტურმა თავით ანგარიში გახსნა – 1:0.
72-ე წუთზე საბა გეგიაძის გადაცემის შემდეგ, გიორგი ცეცხლაძემ „სპაერი“ ორი ბურთით დააწინაურა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გიგა სამხარაძემ საბოლოო ანგარიში პენალტის გატანის შემდეგ დააფიქსირა.
„სპაერი“ 15 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა, ხოლო სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის გაწვრთნილმა „გაგრამ“ მიჯრით სამი მატჩი წააგო და 10 ქულით მეცხრეა.
სპაერი 3:0 გაგრა 
ლაშა თაბაგარი