სანტანდერის „რასინგმა“, რომლის ღირსებას გიორგი გულიაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგაში დაბრუნებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ლა ლიგა 2-ის 39-ე ტურში სანტანდერელებმა სტუმრად „ლეგანესი“ 2:1 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 26-ე წუთზე საგოლე გადაცემა გაიეს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა. 67-ე წუთზე გულიაშვილი ვილალიბრემ შეცვალა, რომელმაც სტუმრების კარი 88-ე წუთზე პენალტიდან აიღო. მასპინძლებიდან თავი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-9 წუთზე ასუემ გამოიჩინა.
გულიაშვილმა, რომელიც რასინგს ზამთარში შეუერთდა, ლა ლიგა 2-ში ჩატარებულ 16 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. „რასინგი“ 75 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველია.
ლაშა თაბაგარი





