ირაკლი აზაროვმა დონეცკის „შახტართან“ ერთად უკრაინის ჩემპიონატი მეორედ მოიგო. უკრაინის პრემიერლიგის 27-ე ტურში დონეცკელებმა სტუმრად „პოლტავა“ 4:0 დაამარცხეს და სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ოქროს მედლები გაინაღდეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა „პოლტავასთან“ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა. მან მიმდინარე სეზონში უკრაინის პრემიერლიგაში ჩატარებულ 11 შეხვედრაში 1 საგოლე პასი გააკეთა.
აზაროვმა უკრაინის ჩემპიონატი პირველად 2023-2024 წლების სეზონში მოიგო და ასევე თასს დაეუფლა. გარდა ამისა, მან უკრაინის თასი 2004-2025 წლების სეზონშიც აღმართა.
აზაროვმა ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასთან“ ერთად 2002-2023 წლების სეზონში სერბეთში „ოქროს“ დუბლი შეასრულა – ჩემპიონობას პლუს თასი.
ლაშა თაბაგარი





