„ნიურნბერგმა“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბოლოსწინა 33-ე ტურში პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნებულ „შალკეს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მასპინძლები მე-20 წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც შალენბერგმა გოლი თავის კარში გაიტანა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე მასპინძლებიდან თავი კუდუსმა გამოიჩინა. 72-ე წუთზე „ნიურნბერგიდან“ მეტოქის კარი ზომამ აიღო.
„ნიურნბერგიდან“ 45 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





