დავითაშვილმა რეგულარული სეზონი 14 გოლით და 5 საგოლე პასით დაასრულა

0
3

ზურიკო დავითაშვილი ტრავმის მორჩენის შემდეგ, „სენტ-ეტიენს“ გოლითა და საგოლე პასით დაუბრუნდა. საფრანგეთის ლიგა 2-ს დასკვნით 34-ე ტურში „სენტ-ეტიენმა“ თავის მოედანზე „ამიენი“ 5:0 გაანადგურა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 2:0 იგებდნენ.
69-ე წუთზე სტასენმა კარგი პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა საჯარიმოში გახსნილი დავითაშვილი, რომელმაც ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. 85-ე წუთზე დავითაშვილმა გამოზომილი გადაცემით ერთ-ერთზე გოლკიპერთან მუეფეკი გაიყვანა, რომლის დარტყმის მერე ბურთი ბადეში გაეხვა.
დავითაშვილმა ლიგა 2-ის რეგულარულ სეზონში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებში მე-4 ადგილზე გავიდა.
„სენტ-ეტიენი“ 60 ქულით 18-გუნდიან სატურნიო ცხრილში მე-2 ადგილზე გავიდა, რაც ლიგა 1-ში აღზევების საშუალებას აძლევს. თუმცა, ეს საკითხი ბოლომდე გარკვეული არაა, რადგან პარალელურად მიმდინარე მატჩი „ბასტიასა“ და „ ლე მანს“ შორის შეწყდა. საქმე ისა, რომ „ლე მანი“ 2:0 იგებდა და „ბასტიას“ უკმაყოფილო გულშემატკივრებმა სტადიონზე სხვადასხვა საგნები ისროლეს. თუ თუ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია „ლე მანს“, რომელსაც 59 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზეა გამარჯვებას ჩაუთვლის, მაშინ ეს გუნდი ავტომატურად ლიგა 1-ში გადავა, ხოლო „სენტ-ეტიენი“ პლეი-ოფში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი