კაშიამ სლოვაკეთში სილაგაძეს აჯობა

0
2

ბრატისლავას „სლოვანმა“, რომლის რიგებში გურამ კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონატი ზედიზედ მეხუთედ მოიგო, საჩემპიონო ჯგუფის მე-9 ტურში სტუმრად პოდბრეზოვას 2:1 სძლია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანმა „სლოვანში“ კაპიტნის სამკლავურით შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში ნახევარმცველი ლუკა სილაგაძე იყო, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
38 წლის კაშია, რომელიც ნაკრებში ბოლო მატჩს 2 ივნისს თბილისში რუმინეთთან ჩაატარებს, მიმდინარე სეზონის ბოლოს „სლოვანთან“ კონტრაქტი უმთავრდება და გამორიცხული არაა, საფეხბურთო კარიერა დაასრულოს.
ლაშა თაბაგარი