გიორგი ქვილითაია აპრილში „მეცის“ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რის შესახებ ფრანგული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
„მეცის“ ვებგვერდზე გულშემატკივრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ, საქართველოს ეროვნულის ნაკრების თავდამსხმელმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
32 წლის ქვილითაიამ, რომელიც „მეცს“ ზამთარში შეუერთდა, აპრილში საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ ოთხ მატჩში 2 გოლი გაიტანა. მან „ლე ავრისა“ და „პარიზის“ კარი აიღო. ქვილითაიამ ჩემპიონატში ჩატარებულ 8 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი




