კაშიას მიჯრით მეხუთე ჩემპიონობა სლოვაკეთში

0
7

გურამ კაშიამ ბრატისლავას „სლოვანთან“ ერთად სლოვაკეთის ჩემპიონატი ზედიზედ მეხუთედ მოიგო. საჩემპიონო ჯგუფის მე-8 რაუნდში „სლოვანმა“ „დუნაისკა სტრედა“ მიიღო და 1:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული გუნდის ექსკაპიტანი თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. მას ბოლო ხუთ მატჩში თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონია. კაშიას „სლოვანთან“ კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება და დიდი ალბათობით, არა მხოლოდ სანაკრებო, არამედ, საკლუბო კარიერასაც დაასრულებს.
სტუმრების სასტარტოში მარჯვენა მცველმა ცოტნე კაპანაძემ ითამაშა, რომელმაც 33-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 85-ე წუთზე შეცვალეს. მის მსგავსად ფორვარდმა გიორგი გაგუაც სასტარტოში მოხვდა და 41-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 73-ე წუთზე მოედანი დატოვა.
ბრატისლაველებს 65 ქულა აქვთ და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, მეორე ადგილზე მყოფ „დუნაისკა სტრედას“ 10 ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი