ზივზივაძემ მიუნხენში „ბაიერნს“ დუბლი შეუსრულა

0
3

ბუდუ ზივზივაძემ „ჰაიდენჰაიმის“ შემადგენლობაში გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში თავისი პირველი დუბლი მიუნხენის „ბაიერნთან“ მიითვალა. 32-ე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად მოქმედ ჩემპიონ „ბაიერნს“ შეხვდა, რომელიც გადახალისებული შემადგენლობით იყო და
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა, როდესაც ბუშის გადაცემის შემდეგ, კარის წინ მარტო დარჩენილმა ერთი შეხებით ბურთი ბადეში გაახვია.
31-ე წუთზე სტუმრებიდან თავი დინკციმ გამოიჩინა, ხოლო 44-ე წუთზე „ბაიერნიდან“ ერთი ბურთი გორეცკამ გაქვითა, რომელმაც 57-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
76-ე წუთზე ზივზივაძემ მოედნის ცენტრიდან წამოიღო ბურთი და საჯარიმოში შესულმა ოლისე ჩამოიშორა, რის შემდეგ, მარჯვენა ფეხით შორეულ „ცხრიანში“ გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 18 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-10 წუთზე „ბაიერნი“ წაგებას სტუმართა მეკარის რამაის ავტოგოლით გადაურჩა.
„ჰაიდენჰაიმი“ 25 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.

ლაშა თაბაგარი