ევროპა ლიგის 1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში „ბრაგამ“ „ფრაიბურგი“ მიიღო და 2:1 სძლია. პორტუგალიელები მე-8 წუთზე ტიკნაზმა დააწინაურა, ხოლო მე-16 წუთზე გრიფომ ანგარიში გაათანაბრა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე გერმანელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზალაზარმა ვერ გამოიყენა. „ბრაგადან“ გადამწყვეტი გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მეორე წუთზე დორგელესმა გაიტანა.
„ნოტინგემ ფორესტმა“ ბირმინგემის „ასტონ ვილა“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით აჯობა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე პენალტიდან ვუდმა შეაგდო.
ევროპა ლიგის 1/2-ფინალის საპასუხო მატჩები 7 მაისს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი





