სიმეონე: „1/2-ფინალში პენალტის დასანიშნად მყარი საფუძველია საჭირო“

0
7

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში მსაჯს პენალტის დანიშვნისთვის მყარი საფუძველი უნდა ჰქონდეს. მან ამის შესახებ შინ მადრიდში „არსენალთან“ 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომელშიც ორივე გოლი პენალტებით გავიდა.
„პირველი ტაიმი თანაბარი იყო – შესაძლოა „არსენალი“ ბურთს უფრო მეტად ფლობდა, მაგრამ ცოტა მომენტი შექმნა. მეტოქის ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს: შეცვლაზე შესული მოთამაშეები უკეთესები იყვნენ, ვიდრე სასტარტოსი. ამის მიუხედავად, მეორე ტაიმში „არსენალს“ ვაჯობეთ. მეტოქემ ცოტა ტემპი დააგდო, ხოლო „ატლეტიკომ“ თავისი თამაში დაალაგა. დაცვაში უკეთესად ვთამაშობდით და როგორც გრიზმანის, ასევე ლუკმანის წყალობით საგოლე მომენტებს ვქმნიდით. სტადიონზე წარმოუდეგენელი ატმოსფერო იყო.
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში პენალტის დასანიშნად მყარი საფუძველი უნდა იყოს. პირველ ტაიმში მომეჩვენა, რომ კონტაქტი მინიმალური იყო. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მსაჯს შეეძლო თერთმეტმეტრიანი არ დაედო. კონტაქტი უკნიდან იყო და მოთამაშე ამას ელოდებოდა.
მეირე შემთხვევაში VAR-ის საშუალებით მსაჯი მიხვდა, რომ ხელით თამაშისთვის პენალტი იყო, ხოლო შეხვედრის მიწურულს VAR-ის წყალობით თერთმეტმეტრიანი გააუქმა. VAR-ი ზოგჯერ გაძლევს იმას რაც საჭიროა, ხოლო ზოგჯერ – არა“ – იუწყება არგენტინელი სპეციალისტის ნათქვამს ესპანური მედია .
“ატლეტიკო” საპასუხო შეხვედრას ლონდონში 5 მაისს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი