ნემსაძე “ბორჯღალოსნების” და “შავი ლომის” ფიზმომზადების მთავარი მწვრთნელია

0
7

მსოფლიო რაგბის ფიზმომზადების სპეციალისტი დავით ნემსაძე ბორჯღალოსნებისა და ‘შავი ლომის’ ფიზმომზადების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
გამოცდილი სპეციალისტი წლებია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობს. თავდაპირველად ის მშობლიური კლუბის, ქუთაისის ‘აიას’ ფიზ. მომზადების მწვრთნელი იყო, 2016 წლიდან კი ბორჯღალოსნებს შეუერთდა. 2021 წლიდან, ის პარალელურად ქართული ფრენჩაიზის, ‘შავი ლომის’ ფიზმომზადების მწვრთნელიც გახდა.
დავით ნემსაძეს საქართველოს ნაკრებთან ერთად ორ მსოფლიო თასზე უმუშავია (2019 და 2023 წლები).
rugby.ge