პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს განცხადებით, მიუნხენში მოსაგებად ჩავლენ. მან ამას ხაზი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში შინ მიუნხენის „ბაიერნთან“ 5:4 გამარჯვების შემდეგ გაუსვა. განვლილ შეხვედრაში პარიზელთა რიგებში დუბლი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა.
„ჩვენ ვაჩვენეთ როგორი გუნდები ვართ. ასეთი ინტენსიური მატჩი არასოდეს მინახავს, სადაც ორივე გუნდის ფეხბურთელებს გამარჯვების დაუოკებელი სურვილი ჰქონდათ. ორივე გუნდის გულშემატკივრები კმაყოფილები უნდა იყვნენ, რადგან მსგავსი სანახაობა იხილეს. ფიზიკურად არ დავღლილვართ. ასეთი ტემპი არასოდეს მინახავს. მსურს ორივე გუნდს და ყველა მოთამაშეს მივულოცო.
სამი ბურთით როდესაც იგებ, მეტოქე ვაბანკზე მიდის და ამას ძალიან მაღალ დონეზე აკეთებს. რთული იყო და იმავეს საპასუხო მატჩში ველოდები. „ბაიერნმა“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ მესამე თამაში წააგო. ჩვენ კმაყოფილები ვართ. გუნდებმა თავისი ინდივიდუალობა აჩვენეს.
მატჩის შემდეგ ჩემს თანაშემწწებს ვკითხე თუ რამდენი გოლი უნდა გავიტანოთ მიუნხენში და სამზე შევთანხმდით. ეს სტადიონზე ჩვენში დიდ სიხარულთან ასოცირდება, რადგან იქ პირველი ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. „ბაიერნი“ თავისი გულშემატკივრების წინაშე ითამაშებს, მაგრამ ჩვენ იმავე განწყობა გვექნება. მიუნხენში გამარჯვება ფიქრით წავალთ“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს ფრანგული მედია.
ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 6 მაისს მიუნხენში ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი





