დავით ვოლკოვმა „ზირეს“ რიგებში მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თავი მეექვსედ გამოიჩინა. 29-ე ტურში „ზირე“ სტუმრად „თურანს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ვოლკოვმა განვლილი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. 63-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, თანაგუნდელის პასის მერე, ვოლკოვი ორ მცველს გაცდა და საჯარიმოში შეჭრილმა ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო წინ გამოსულ მეკარეს. მან ამ სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატში 18-ჯერ ითამაშა. ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა. „ზირე“ 56 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მესამე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





