ბუდუ ზივზივაძე მიმდინარე სეზონში პირველად ავტორიტეტული გერმანული გამოცემა „კიკერის“ ვერსიით ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ბუდუ ზივზივაძემ „ჰაიდენჰაიმის“ მაისურით გოლით ზედიზედ მესამე შეხვედრაში გამოიჩინა. გერმანიის პირველი ბუნდესლიგის 31-ე ტურში „ჰაიდნჰაიმმა“ ერთ-ერთი კონკურენტი „ზანკტ პაული“ მიიღო და 2:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა, როდესაც კუთხურის ჩაწოდების დროს საჯარიმოში ბურთი შოპნერის ფეხიდან მიუვიდა და ერთი შეხებით კარში გადაგზავნა.
ის ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შეცვალეს და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მან მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 17 თამაშში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





