ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურში „ვილიარეალმა“ ვიგოს „სელტა“ მიიღო და 2:1 დამარცხა. საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ მოედანზე 85 წუთი გაატარა.
მატჩის მე-2 წუთზე მასპინძლები ხერარდ მორენომ დააწინაურა, რომელმაც პენალტი გაიტანა. 29-ე წუთზე „ვილიარეალიდან“ თავი პეპემ გამოიჩინა.
39-ე წუთზე რადუ კარიდან გამოვიდა და ბურთი ცუდად მოიგერია, ხოლო მიქაუტაძემ საჯარიმოს გარედან ერთი შეხებით დაარტყა – საუცხოო გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა.
59-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა პეპემ პასი მიქაუტაძეს გაუკეთა, რომელმაც სახიფათოდ დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია. 73-ე წუთზე „ვილიარეალის“ კარში დანიშნული პენალტი ბორხა იგლესიასმა შეასრულა და მეკარემ ბურთი მოიგერია. თუმცა, მასპინძლების მცველი საჯარიმოში დარტყმამდე შევიდა და თერთმეტმეტრიანი გაამეორეს – იგლესიასმა ამჯერად შანსი გამოიყენა. „ვილიარეალი“ 65 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





