ალექსანდრე ფევაძემ სუპერლიგის MVP-ის ტიტული მოიგო

0
12

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 2025-2026 წლების რეგულარული ჩემპიონატი 19 აპრილს დასრულდა. ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო — რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის (MVP) ტიტული — დამსახურებულად გადაეცა თსუ-ს ფორვარდს და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ალექსანდრე ფევაძეს.

წლევანდელი MVP-ის გამოვლენის პროცედურა ტრადიციული, საინტერესო და გამჭვირვალე იყო. გამოკითხვაში სულ 48 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის:

  • სუპერლიგის 11 გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა;

  • მატჩების მსაჯებმა და კომისრებმა;

  • კალათბურთის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებმა და ტელეკომენტატორებმა.

თითოეულ რესპონდენტს სამი საუკეთესო კალათბურთელი რიგითობის მიხედვით უნდა დაესახელებინა. ქულები შემდეგნაირად ნაწილდებოდა:
პირველი ადგილი — 3 ქულა;
მეორე ადგილი — 2 ქულა;
მესამე ადგილი — 1 ქულა.

საინტერესოა, რომ ალექსანდრე ფევაძე პირველ ადგილზე 11-მა გამოკითხულმა დაასახელა, თუმცა მან გამარჯვება საოცარი სტაბილურობის ხარჯზე მოიპოვა — ის ყველაზე მეტჯერ მოხვდა გამოკითხულთა სამეულებში და ჯამურად ყველაზე მეტი ქულა დააგროვა.

გთავაზობთ სპორტის ჟურნალისტთა მიერ არჩეულ სამეულებს.