„ფროზინონე“, რომელშიც გიორგი კვერნაძე გამოდის, იტალიის სერია B-ს 36-ე ტურში შინ „კარარეზეს“ შეხვდა და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა 70 წუთი ითამაშა და პირველი ტაიმის მიწურულს მეტოქის საჯარიმოში მყოფმა სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.
სტუმრების განაცხადში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი დაჩი ლორთქიფანიძე იყო, რომელსაც არ უთამაშია. ის მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარში „კარარეზეში“ „კრემონეზემ“ გაანათხოვრა. „ფროზინონე“ 75 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და თუ ამ პოზიციაზე დარჩა სერია A-ში მოსახვედრად პლეი-ოფში ითამაშებს, რადგან პირდაპირ ზედა ლიგაში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები წინაურდებიან.
ლიეტუვას ჩემპიონატის მე-10 ტურში კაუნასის „ჟალგირისმა“ შინ „რიტერაი“ 4:0 დაამარცხა. მასპინძლებში მცველმა ანტონ თოლორდავამ შეუცვლელად ითამაშა და 90-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ თავით საბოლოო ანგარიში გაათანაბრა. ის „ჟალგირისში“ მეორე სეზონს ატარებს და წელს 10 შეხვედრაში თავი მეორედ გამოიჩინა. კაუნასელები 25 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობენ.
ლაშა თაბაგარი





