ირაკლი ეგოიანმა „ექსელსიორის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ნიდერლანდების ერედივიზიონში თავისი მეხუთე გოლი გაიტანა. 31-ე ტურში „ექსელსიორმა“ შინ „უტრეხტი“ 5:0 გაანადგურა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს. 69-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა მასპინძელთა ფეხბურთელის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, ხოლო ეგოიანმა ვარდნაში გაიტანა – 4:0. მსაჯმა გოლი ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ ჩათვალა. ეგოიანი ერედივიზიონში სადებიუტო სეზონს ატარებს და 28 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა, პლუს 2 საგოლე პასი გააკეთა. „ექსელსიორი“ 31 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




