ლევან შენგელიამ თავის ბერძნულ კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა. კრეტას ოფი-მ საბერძნეთის თასის ფინალში გაცილებით ტიტულოვან პაოკ-ს დამატებით დროში 3:2 აჯობა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
პაოკ-ი მე-15 წუთზე დაწინაურდა, ხოლო 28-ე წუთზე შენგელიამ მარჯვენა ფლანგიდან პასი საჯარიმოში ფოუნტასს გაუკეთა, რომლის პირველ დარტყმულს მცველი გადაეღობა, მაგრამ მეორე ცდაზე ანგარიში გაათანაბრა.
50-ე წუთზე შენგელიამ მეტოქის ნახევარზე სალსედო მოძებნა, რომელმაც თავით ნუსს უპასა, ამ უკანასკნელმა კი კრეტელები წინ გაიყვანა. პაოკ-მა ანგარიში ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე გაათანაბრა.
დამატებით დრო დაინიშნა და 105 წუთზე შენგელია მოწინააღმდეგის საჯარიმოში გვერდის ავლას შეეცადა მცველისთვის, რომელმაც ბურთზე ხელით ითამაშა, ხოლო მსაჯმა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების მერე პენალტი დანიშნა. ლეია ისეკამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და საბოლოოდ, ანგარიში არ შეცვლილა. ოფი-მ არსებობის ისტორიაში საბერძნეთის თასი მეორედ მოიგო – პირველად ტიტულს 1987 წელს დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი





