იმედა აშორტიამ, რომელიც „ანდიჟანს“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა, ახალ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა. მე-9 ტურში „ანდიჟანი“ სტუმრად „ბუნედკორს“ შეხვდა და 3:1 დაამარცხა.
ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-6 წუთზე ანგარიში გახსნა. ის პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. მის ანგარიშზე ამ სეზონში გოლის გარდა, ერთი საგოლე პასია. გამარჯვებულებში შეუცვლელად ითამაშა ნახევარმცველმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა. „ანდიჟანი“ 10 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





