იმედა აშორტიამ, რომელიც „ანდიჟანს“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა, ახალ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა. მე-9 ტურში „ანდიჟანი“ სტუმრად „ბუნედკორს“ შეხვდა და 3:1 დაამარცხა.
ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-6 წუთზე ანგარიში გახსნა, როცა სამ მეტოქეს გაცდა და დაახლოებით 22 მეტრიდან ძლიერი დარტყმით ბურთი კარის ბადეში მოათავსა. ის პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. მის ანგარიშზე ამ სეზონში გოლის გარდა, ერთი საგოლე პასია. გამარჯვებულებში შეუცვლელად ითამაშა ნახევარმცველმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა. „ანდიჟანი“ 10 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





