„უოტფორდი“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე და საბა გოგლიჩიძე გამოდიან, ინგლისის ჩემპიონშიფის 45-ე ტურში სტუმრად სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე მყოფმ „მიდლსბროს“ შეხვდა და 1:5 განადგურდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიდან არც მცველ გოგლიჩიძეს და არც შემტევ ნახევარმცველ გოგლიჩიძეს უთამაშია – ორივეს თადარიგში ყოფნა აკმარეს.
„მიდლსბრომ“ პირველი ტაიმი ორბურთიანი სხვაობით მოიგო. მეორე ტაიმის განახლებიდან სამ წუთში სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ დარჩენილ დროში თავის კარში კიდევ სამი გოლი მიიღეს.
უოტფორდელებს ჩემპიონშიფში ზედიზედ 7 თამაშია არ მოუგიათ (2 ფრე და 5 მარცხი) – 57 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი





