ტაბატაძის მესამე გოლი

0
3

თომა ტაბატაძემ, რომელიც „კოკანდში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, მიმდინარე სეზონში უზბეკეთის სუპერლიგაში თავისი მესამე გოლი გაიტანა. მე-9 ტურში „კოკანდი“ გასვლაზე „ყიზილყუმს“ შეხვდა და 1:2 წააგო.
ტაბატაძემ 70 წუთი ითამაშა და ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა. სტუმრებში ნახევარმცველმა შოთა გვაზავამ შეუცვლელად იასპარეზა. მცველმა ანდრო გიორგაძემ „კოკანდში“ 55-ე წუთიდან ითამაშა. მასპინძლების სასტარტოში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური იყო, რომელიც 88-ე წუთზე შეცვალეს.
„ყიზილყუმი“ 12 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა, ხოლო „კოკანდი“ 8 ქულით მე=13 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი