ლუის ენრიკე: „კვარა“ სხვა დონის მოთამაშეა“

0
4

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს აზრით ხვიჩა კვარაცხელია სხვა დონის მოთამაშეა. ესპანელმა სპეციალისტმა ამას ხაზი საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში სტუმრად „ანჟერთან“ გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე გაუსვა.
„კვარა“ სხვა დონის მოთამაშეა. პსჟ-მ როდესაც ის შეიძინა, ჩვენ უკვე ვიცოდით მისი თვისებების შესახებ. იგი ბურთს ძალიან კარგად გრძნობს და როცა გყავს მოთამაშე, რომელიც უბურთოდაც მუშაობს, ეს მწვრთნელისთვის ნამდვილი სიამოვნებაა“ – იუწყება ლუის ენრიკეს ნათქვამს პარიზელთა ოფიციალური ვებგვერდი.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მიმდინარე სეზოშინ პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირში  ჩატარებულ 42 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი