მამარდაშვილი: „მალე დავბრუნდები“

0
4

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლივერპულის“ მეკარე მძიმე ტრავმას გადაურჩა. ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურში „ლივერპული“ სტუმრად „ევერტონს“ შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.
მატჩის 29-ე წუთზე „ლივერპული“ მოჰამედ სალაჰმა დააწინაურა. 54-ე წუთზე „ევერტონის“ თავდამსხმელმა ბეტომ მცველს დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ვარდნაში დარტყმის შემდეგ ფეხი მამარდაშვილს მარცხენა ფეხის მუხლში მოარტყა, რის გამო გიორგი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
მამარდაშვილს მუხლზე ნაკერი დაადეს და მოედანზე დაახლოებით სამ კვირაში დაბრუნდება.
„მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და გვერდით დგომისთვის.მალე დავბრუნდები. დიდი გამარჯვება დერბიში და 3 ქულა“ – დაწერა მამარდაშვილმა თავის ფეისბუქის გვერდზე.
ლაშა თაბაგარი