რუმინელებს თბილისში ჰაჯი ჩამოიყვანს

0
1

რუმინეთის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად გეორგე ჰაჯი დანიშნეს, რის შესახებ ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია იუწყება. 61 წლის ლეგენდარულმა რუმინელმა ფეხბურთელმა მირჩა ლუჩესკუ შეცვალა, რომელიც 7 აპრილს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლუჩესკუ რუმინელებს 2024 წლიდან ხელმძღვანელობდა.
ჰაჯიმ ნაკრები მეორედ ჩაიბარა. პირველად ის „ვლახებს“ 2001 წელს ხელმძღვანელობდა და მსოფლიო 2002 წლის ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა, რის შემდეგ თანამდებობა დატოვა. ჰაჯი ბოლოს სამშობლოში კონსტანცას „ფარულს“ წვრთნიდა (2021-2025 წლებში.
მანამდე, იგი საკლუბო დონეზე თურქეთის „ბურსასფორს“ და „გალათასარაის“, ასევე, ტიმიშოარას „პოლიტექნიკას“ და კონსტანცას „ფარულს“ ავარჯიშებდა.
ცნობისთვის, რუმინელები 2 აპრილს თბილისში საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი