შერმადინის “ტენერიფემ” სტუმრად “რეალს” სძლია

0
8

ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფე ერთპიროვნულ ლიდერ მადრიდის რეალს ესტუმრა და ხმაურიანი გამარჯვება (95:90) იზეიმა, რაშიც ქართველმა ცენტრის დამსახურება უდიდესია.
შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17:35 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი და 10-ვე (!) საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
ვეტერანი ქართველი კალათბურთელის მოედანზე ყოფნის პერიოდში ტენერიფელებმა მადრიდელებზე 14 ქულით მეტი ჩაუგდეს, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 24-ს გაუტოლდა და ამ შედეგით ქართველი მხლოდ ბრაზილიელ მარსელიონიო ჰუერტასს, მხოლოდ 1 ერთეულით ჩამორჩა.
ტენერიფეს ამ მომენტისთვის 17 მოგება და 10 მარცხი აქვს და ესპანეთის ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა. კუნძულელები მომდევნო მატჩს 25 აპრილს სტუმრად მურსიასთან ჩაატარებენ.
ესპანეთის ჩემპიონატში დამარცხდა ბარსელონა. თორნიკე შენგელიას გუნდი სტუმრად ჰიპპოს ლეიდას შეხვდა და მატჩი 80:90 დათმო. ისევე როგორც მთელს გუნდს, ქართველ ფორვარდსაც არ წაუვიდა ისე თამაში, როგორც მისგან ველით. შენგელიამ 23 წუთი ითამაშა და 7 ქუსალთან ერთად 4 მოხსნა მიითვალა.
ქართველმა ფორვარდმა 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. საუკეთესო შედეგი კატალონიელთაგან ბრიზუელას ჰქონდა, რომელმაც 21 ქულა მიითვალა. ვილ კლაიბერნის ანგარიშზე 12 ქულა და 5 პასი დაგროვდა.
18 მოგებითა და 9 მარცხით ბარსელონა ცხრილში მე-5 აგილზეა და შემდეგ შეხვედრას 26 აპრილს, სტუმრად ბასკონიასთან გამართავს.