ლოჩოშვილის ქულა, ბურჯანაძის გოლი

0
2

„ნიურნბერგმა“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო. 30-ე ტურში „ნიურნბერგელები“ სტუმრად ბილეფელდის „არმინიას“ დაუპირისპირდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. სტუმრები მე-8 წუთზე ზომამ დააწინაურა. „არმინიამ“ ქულა 82-ე წუთზე ჰანდვერკერის გატანილი გოლით გადაარჩინა. „ნიურნბერგი“ 38 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეცხრეა.
ესტონეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში „ნარვა“ თავის მოედანზე „კურესარესთან“ 1:2 დამარცხდა. მასპინძლებში ერთადერთი გოლი ქართველმა მცველმა შალვა ბურჯანაძემ გაიტანა, რომელმაც 43-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ თავით ანგარიში გაათანაბრა. ქუთაისის „ტორპედოს“, „სამგურალის“ და „გაგრას“ ყოფილი ფეხბურთელი „ნარვაში“ მესამე სეზონია გამოდის. მან მიმდინარე სეზონში თავი პირველად გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი