„უოტფორდი“, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე და საბა გოგლიჩიძე თამაშობენ, ინგლისის ჩემპიონშიფის 43-ე ტურში შინ „შეფილდ იუნაიტედს“ შეხვდა და 0:2 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე ფეხბურთელი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო – მცველმა საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო შემტევი ნახევარმცველი ჩაკვეტაძე მოედანზე 58-ე წუთზე შევიდა.
უგოლო პირველი ტაიმის მერე, სტუმრები 50-ე წუთზე ბამფორდმა დააწინაურა, რომელმაც ცხრა წუთში დუბლი შეასრულა.
„უოტფორდს“ ზედიზედ 5 მატჩია არ მოუგია (2 ფრე და 3 მარცხი) – 57 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
გერმანიის პირველი ბუნდესლიგის 30-ე ტურში „ჰამბურგი“ გასვლაზე ბრემენის „ვერდერთან“ 1:3 დამარცხდა. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. „ჰამბურგი“ 31 ქულით 18 გუნდში მე-13 ადგილზეა.
ბექა მიქელთაძემ “კიმჰეს” მაისურით სამხრეთ კორეის რანგით მეორე ლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა. მან “ჩენგჯუსთან” მატჩისთვის დამატებულ მე-6 წუთზე ანგარიში გაათანაბრა და სტუმრებს ქულა გადაურჩინა.
ლაშა თაბაგარი





