სნეიდერი: „კამავინგა იდიოტია“

0
6

ნიდერლანდების და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა ფრანგ ნახევარმცველ კამავინგას იდიოტი უწოდა. ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩი „რეალმა“ სტუმრად „ბაიერნთან“ 3:4 წააგო და ვინაიდამ პირველ შეხვედრაში შინ 1:2 დამარცხდა, ტურნირს გამოეთიშა.
კამავინგა თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მადრიდელები 3:2 იგებდნენ.
მან 78-ე წუთზე მოედნის ცენტრში მეტოქეს მაისურზე მოქაჩა და ყვითელი ბარათი მიიღო. ფრანგმა 86-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე თამაშის წესი დაარღვია და კეინს ბურთი დროულად არ დაუბრუნა, რისთვისაც არბიტრმა ვინჩიჩმა მეორედ „გააყვითლა“ და გააძევა.
„კამავინგა იდიოტია. იცით „რეალის“ მოთამაშეებს საფინალოს სასტვენის შემდეგ რა უნდა გაეკეთებინათ? ისინი გასახდელში უნდა შესულიყვნენ და მასზე მთელი თავისი უკმაყოფილება გადმოენთხიათ“ – იუწყება სნეიდერის ნათქვამს CNA.
ლაშა თაბაგარი