საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ უგო ეკიტიკე მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. „ლივერპულის“ თავდამსხმელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში შინ პსჟ-სთან 0:2 წაგებულ მატჩში მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. მას აქილევსის მყესი გაუწყდა.
„უგომ პსჟ-სთან მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო. სამწუხაროდ, ის „ლივერპულთან“ ერთად სეზონს ვერ დაამთავრებს და მსოფლიო ჩემპიონატსაც გამოტოვებს.
უგო იმ ათი ახალგაზრდა ფეხბურთელის რიცხვშია, რომელთაც ნაკრებში დებიუტი ბოლო თვეებში ჰქონდათ. ის კარგად ჩაეწერა კოლექტივში როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს ტრავმა დიდი დარტყმაა ფეხბურთელისთვის და საფრანგეთის ნაკრებისთვის“ – თქვა დეშამმა.
ლაშა თაბაგარი





