გიორგი შერმადინის გაბრწყინება ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაზე – უაღრესად პრინციპულ და მნიშვნელოვან მატჩში. ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სერიაში, სადაც საერთო ანგარიში 1:1 იყო და გადამწყვეტ შეხვედრას ტენერიფე მასპინძლობდა, თურქულ გალათასარაის ხვდებოდა. ამ მატჩის მომგები ნახევარფინალში გადიოდა. ტენერიფელებმა ქართველი ცენტრის შედეგიანი თამაშის წყალობით 99:59 გაანადგურეს გალათასარაი და ოთხთა ფინალში გავიდნენ.
ქართველმა ცენტრმა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და ორმაგი დუბლის შესრულება პირველივე ტაიმში შეძლო. საბოლოოდ, შერმადინმა პარკეტზე მხოლოდ 18:52 წუთი გაატარა და ბრწყინვალე სტატისტიკა დააფიქსირა – 20 ქულა, 14 მოხსნა და 3 პასი. შერმადინმა 6-დან 5 ორქულიანი და 10-დან 10 საჯარიმო ჩააგდო, მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 35 შეადგინა და ის, რა თქმა უნდა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ტენერიფე ოთხთა ფინალში ვილნიუსის რიტასს შეხვდება. ნახევარფინალური დაპირისპირება ესპანეთის ქალაქ ბადალონაში 8 მაისს შედგება.





