ლონდონის „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. მიკელ არტეტას გაწვრთნილებმა 1/4-ფინალის პირველი მატჩი სტუმრად ლისაბონის „სპორტინგს“ 1:0 აჯობა, ხოლო სახლში გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი პორტუგალიაში ჩატარებულ თამაშის მსგავსად განაცხადში ამეჯრადაც მოხვდა, მაგრამ ისევ არ ათამაშეს.
„არსენალი“ არსებობის მანძილზე პირველად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. ლონდონელები ფინალისკენ მიმავალ გზაზე მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდებიან. პირველ თამაში მადრიდში 29 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო – 5 მაისს ლონდონში.
ლაშა თაბაგარი





