მიუნხენის „ბაიერნი“ ვენსან კომპანის თავკაცობით ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდა. გერმანულმა გრანდმა 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად მადრიდის „რეალის“ 2:1 დაამარცხა, ხოლო შინ უხვგოლიან თრილერში ესპანელებს 4:3 აჯობა.
მატჩის 35-ე წამზე მასპინძლების მეკარე მანუელ ნოიერმა თავის ნახევარზე ძალიან ცუდი პასი გააკეთა და ბურთი არდა გიულერს მიუვიდა, რომელმაც დაახლოებით 30 მეტრიდან ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 0:1. მე-6 წუთზე კიმიხმა კუთხური ჩააწოდა და „რეალის“ უკრაინელი მეკარე ლუნინი გამოსვლაზე უხეშად შეცდა, ხოლო პავლოვიჩმა თავით საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1.
29-ე წუთზე გიულერმა დაახლოებით 22-23 მეტრიდან საჯარიმოში დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და ბურთი „ცხრიანში“ გაახვია – ნოიერმა ამ ეპიზოდშიც ძალიან არადამაჯერებლად ითამაშა 2:1. 38-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა უპამეკანომ კარგი პასით მეკარესთან პირისპის ჰარი კეინი გაიყვანა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
42-ე წუთზე „რეალის“ კონტრშეტევის დროს ვინისისუს ჟუნიორმა „ბაიერნის“ კარის დარაჯს კილიან მბაპე შეატოვა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 11 მატჩში მე-15 გოლი გაიტანა – 2:3. ცნობისთვის. საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა 10 ბურთი სტუმრად შეაგდო, რაც მანამდე ამ ტურნირში ვერავინ შეძლო.
62-ე წუთზე თამაშში კამავინგა ჩაერთო, რომელმაც 78-ე წუთზე მოედნის ცენტრში მეტოქეს მაისურზე მოქაჩა და ყვითელი ბარათი მიიღო. მან 86-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე თამაშის წესი დაარღვია და კეინს ბურთი დროულად არ დაუბრუნა, რისთვისაც არბიტრმა ვინჩიჩმა მეორედ „გააყვითლა“ და გააძევა.
89-ე წუთზე ლუის დიასმა კარგი კომბინაცია გაითამაშა მუსიალასთან, რომელმაც პასი ქუსლით მისცა და საჯარიმოს ხაზიდან ლუნინს შორეულ კუთხეში გაუტანა – 3:3. ძირთადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ოლისე „რეალის“ საჯარიმოში მენდის გაცდა და „ცხრიანში“ შეაგდო – 4:3.
„ბაიერნმა“ 2012 წლის შემდეგ პირველად „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოთიშა და 1/2 -ფინალში მოქმედ გამარჯებულ პსჟ-ს შეხვდება, სადაც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის. პირველ თამაში 28 აპრილს პარიზში შედგება, ხოლო საპასუხო – 6 მაისს მიუნხენში.
ცნობისთვის, განვლილ შეხვედრაში პირველად მოხდა, რომ „რეალის“ სასტარტო შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაშიც არცერთ ესპანელს უთამაშია. თამაშის შემდეგ ვინჩიჩმა უკვე შეცვლილი გიულერი გააძევა, რომეცლიც კამავინგას გაძევების გამო თავის უკმაყოფილებას არ მალავდა.
ლაშა თაბაგარი





