ხავიერ მასკერანომ „ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობდა დატოვა. არგენტინის ეროვნული ნაკრების და „ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ კლუბიდან პირადი მიზეზის გამო წავიდა.
41 წლის მასკერანო 2025 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა „ინტერ მაიამის“, რომლის კაპიტანი ლიონელ მესია. მან გუნდს არსებობის ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონატი მოაგებინა.
ამერიკული გუნდის გაწვრთნამდე, მასკერანო ჯერ არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებს, ხოლო შემდეგ 23-წლამდელებს ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი





