მადრიდის „ატლეტიკო“ 2017 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ითამაშებს. 1/4-ფინალის პირველი შეხვედრა მადრიდელებმა სტუმრად „ბარსელონას“ 2:0 მოუგეს და მიუხედავად იმისა, შინ 1:2 დამარცხდნენ, ტურნირში გამოსვლას განაგრძობენ.
მატჩის მე-4 წუთზე იამალმა მასპინძლების ნახევარზე ჩაჭრა ბურთი, რომელიც ფერან ტორესს მიუვიდა, ამ უკანასკნელმა კი პირისპირ გაიყვანა იმავე იამალი, რომლის დარტყმული ზუსტი აღმოჩნდა.
24-ე წუთზე დანი ოლმომ მადრიდელთა საჯარიმოში ფერან ტორესი მოძებნა, რომელიც მცველ ლენგლეს გაექცა და მარცხენა მახვილი კუთხიდან გაიტანა. 31-ე წუთზე „ატლეტიკოს“ კონტრშეტევის დროს ლორენტამ მარჯვენა ფრთიდან გადაცემა კარის წინ გახსნილ ლუკმანს გაუკეთა, რომელმაც ერთი ბურთი გაქვითა. 79-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ სორლოტი გადაიოდა, რომელიც ერიკ გარსიამ წააქცია და მსაჯმა „ბარსელონას“ მცველი გააძევა. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში თითქმის ანალოგიურ ვითარებაში კატალონიელების მცველი კუბარსი გაუძევეს.
ცნობისთვის, სიმეონეს მწვრთნელობის პერიოდში „ატლეტიკომ“ „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგიდან სამიდან სამ შემთხვევაში გამოთიშა. მადრიდელები 1/2-ფინალში „არსენალი“ – „სპორტინგს“ შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.
ლაშა თაბაგარი





