მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ანდონი ირაოლა „ბორნმუთის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან წავა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
43 წლის ესპანელმა სპეციალისტმა „ბორნმუთის“ დატოვება თავად გადაწყვიტა. ის გუნდს 2023 წლის ივნისიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა გასულ სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში მე-9 ადგილი დაიკავა, რაც „ბორნმუთის“ არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
მანამდე, ირაოლა კვიპროსის ლარნაკას აეკ-ს, ესპანეთის „მირანდესს“ და „რაიო ვალეკანოს“ ავარჯიშებდა. მის შემცვლელად „ბორნმუთში“ მარკო როზეს მიიჩნევენ, რომელიც ბოლოს „ლაიფციგს“ ავარჯიშებდა და 2025 წლის მარტში დაითხოვეს. 49 წლის გერმანელი „ლაიფციგამდე“ „ზალცბურგს“, მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ თავკაცობდა.
ლაშა თაბაგარი





