„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის არნო სლოტის აზრით, გიორგი მამარდაშვილი საჭირო მომენტში გუნდს დაეხმარა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში სტუმრად პსჟ-სთან 0:2 წაგებული მატჩის მერე განაცხადა:
„გიორგი თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „რეალისა“ და „ბაიერნის“ თამაშს ვუყურე, რომელშიც მანუელ ნოიერი ბავარიელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ, რადგან ბევრი კარგი სეივი შეასრულა და გიორგიმაც ჩვენთვის იმავე გააკეთა.
ვფიქრობ, ჩვენ სწორედ ეს დავინახეთ, მაგრამ ძალიან რთული იყო. იმ მომენტში, როდესაც გიორგი გვჭირდებოდა, ის ჩვენს მხარეს იყო. მისთვის სამწუხაროდ პირველი გოლის დროს ბურთი ვერ მოიგერია, მაგრამ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა“.
განვლილ შეხვედრაში საუკეთესოდ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს, რომელმაც გოლი გაიტანა. ამ გუნდებს შორის მომავალი თამაში ლივერპულში 14 აპრილს შედგება.
ლაშა თაბაგარი





