გერმანელი დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით ქუთაისის „ტორპედო“ ამ სეზონში მეორე მატჩი მოიგო. ქუთაისელებმა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ტყიბულის „მეშახტე“ მიიღეს და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.
მატჩის მე-7 წუთხე ვლადიმერ მამუჩაშვილმა პასი სტუმართა საჯარიმოში დიეგო დეისაძეს გაუკეთა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდმა თავით ანგარიში გახსნა. მან „ტორპედოს“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა.
51-ე წუთზე მამუჩაშვილმა სტუმართა საჯარიმოში გიორგი არაბიძე მოძებნა, რომელიც ორ მეტოქეს გაექცა და დაარტყა – ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა. 58-ე წუთზე „მეშახტეს“ ნახევარზე მყოფმა არაბიძემ საუხოო პასი მისცა საჯარიმოში გახსნილ ფელიპე პირესს მისცა, რომელმაც თავით გაიტანა.
„ტორპედო“ 6 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, ხოლო „მესახტე“, რომელმაც პირველი თამაში წააგო, 5 ქულით მერვეა.
ტორპედო 3:0 მეშახტე
ლაშა თაბაგარი





