„იბერიას“ რთული მოგება „გაგრასთან“

0
14

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურში მოქმედი ჩემპიონი თბილისის „იბერია“ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე „გაგრას“ ესტუმრად და მინიმალური სხვაობით დაამარცხა – 2:1.
შეხვედრის მე-9 წუთზე ბაქარ ქარდავამ დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და უკრაინელი მეკარე ოლექსანდრ ვორობეის შეცდომის შემდეგ, ანგარიში გაიხსნა. მე-19 წუთზე თბილისელთა მეკარე გიორგი მაკარიძემ ტრავმა მიიღო და თორნიკე მეგრელიშვილმა შეცვალა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ბრაზილელმ ვანდერსონ სილვამ „იბერიას“ საჯარიმოში პასი დავით მუჯირს გაუკეთა, რომელმაც მცველთა ორთაბრძოლაში ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა, ხოლო მეორეთი „ცხრიანში“ გაიტანა.
69-ე წუთზე ბრაზილიელმა ლუკას კაფემ მარცხენა ფრთიდან ბურთი მასპინძლების საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას გურამ გოშთელიანმა აჯობა და თავით სტუმრები დააწინაურა.
ზედიზედ ორი მატჩის ვერმოგების შემდეგ, გუგა ნერგაძის „იბერიამ“ 3 ქულა აიღო და 10-გუნდიან ჩემპიონატში მესამე, ხოლო სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის გაწვრთნილი „გაგრა“ 4 ქულით ბოლოა.
გაგრა 1:2 იბერია 1999 
ლაშა თაბაგარი