ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის მარცხი „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“

0
7

„უოტფორდი“, რომელშიც საბა გოგლიჩიძე და გიორგი ჩაკვეტაძე გამოდიან, ინგლისის ჩემპიონშიფის მე-40 ტურში სტუმრად „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ 1:2 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიდან ორივემ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა – მცველმა გოგლიჩიძემ 62-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 85-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო შემტევმა ნახევარმცველმა ჩაკვეტაძემ მოედანი 73-ე წუთზე დატოვა.
მატჩის 26-ე წუთზე მასპინძლები კოლიმ დააწინაურა, ხოლო 63-წუთზე „უოტფორდის“ კარი სმიტმა აიღო. სტუმრებიდან ერთი ბურთი ლოუზამ 85-ე წუთზე გაქვითა. უოტფორდელები 56 ქულით მე-9 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი