The Independent: „არსენალი“ კვარაცხელიას შეძენას ზაფხულში ეცდება

0
15

ლონდონის „არსენალს“ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა ზაფხულში შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების დაწყებამდე სურს, რის შესახებ გამოცემა The Independent იუწყება.
ცნობილია, რომ „მეთოფეებს“ ზაფხულში მოთამაშეების გაყიდვა სურთ და რომელიმე გამოცდილი ფეხბურთელის წასვლის ვარიანტსაც განიხილავენ. ეს კლუბს მეტ საშუალებას მისცემს, რომ უკეთესად შეეგუოს პრემიერლიგის ფინანსურ ცვლილებას, რომელიც შემადგენლობის ღირებულების კოეფიციენტს ეხება.
განსაკუთრებული ყურადღება შეტევს ეთმობა და კვარაცხელია როგორც „ვარსკვლავური“ მოთამაშე განიხილება, რომელსაც მეტი ინდივიდუალური კრეატიულობსი მოტანა და გუნდის საერთო დონის ამაღლება შეუძლია.
თუმცა, ნებისმიერ პოტენციური გარიგება განიხილება როგორც ძალიან რთული. The Independent წერს, რომ კვარაცხელიას გარემოცვა მოლაპარაკებისთვის ღიაა, მაგრამ პარიზული კლუბი მკაცრ პოზიციას დაიკავებს, რადგან ხვიჩას ამჟამინდელი პროექტის მარგალიტად მიიჩნევენ. პსჟ-ში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი განიხილება „ვარსკვლავად“ რომელიც არ იყიდება.
25 წლის კვარაცხელიამ საფრანგეთის ლიგა 1-ში 22-ჯერ ითამაშა და 4 გოლის გატანის გარდა, 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.  მან ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 11 მატჩში 7 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი